შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერ იტყვის, რომ სამაშველო სამსახურის ტექნიკა ან ხალხი არ ეყო. როგორც გომელაურმა "იმედის კვირაში" განაცხადა, ყველა რესურსი საკმარისი იყო, თუმცა მისივე თქმით, ზედმეტი თანხა არასდროს არის ცუდი.
"თუ გაუმჯობესდება და მეტი ტექნიკა იქნება შეძენილი სამაშველო სამსახურისთვის, უკეთესი იქნება", - აღნიშნა გომელაურმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მოხალისე ახალგაზრდებს, ხოლო მოსახლეობას მოუწოდა, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
შს მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, ასევე 20-დან 22-მდე ადამიანის დაკარგვის შესახებ არის ინფორმაცია შესული.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში