სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაეობი ღამის განმავლობაში შეწყდება და დილიდან განახლდება. ამის შესახებ "იმედის კვირის" ეთერში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძის თქმით, დღევანდელი ღამის ამინდის პროგნოზი დამაიმედებელია, თუმცა ზომები მიღებულია – მოსახლეობა ევაკუირებულია საშიში ზონიდან და წყალმოვარდნის ადგილების მონიტორინგი მიმდინარეობს.
"უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული და ჩვენ სამუშაოებს შევწყვეტთ დაბინდებისთანავე, იმიტომ, რომ ასეთი რეკომენდაციაა მეტეოროლოგებისგან, თუმცა გამთენისთანავე სამუშაოები განახლდება", - აღნიშნა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, გუშინდელი ნალექი უპრეცედენტო იყო, ხოლო ჩვეულებრივი წვიმა ასეთ შედეგებს არ იწვევს და არც მომავალში გამოიწვევს.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში