"ჯერ ვიკვლევთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე" - ღარიბაშვილი ჰესების მშენებლობაზე

"ჯერ ვიკვლევთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე" - ღარიბაშვილი ჰესების მშენებლობაზე

განსხვავებით წინა მთავრობისგან, ჩვენ ჯერ ვიკვლევთ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა "ტელეიმედის" ეთერში, ჰესებისა და სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობაზე და გარემოსთან მიმართებაში მათ გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა დასკვნის შემთხვევაში მშენებლობის პროცესი ვადებში გაიწელოს, თუმცა, პრემიერის თქმით, ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია.

"ჩვენი მთავრობის მუშაობის მთავარი მიმართულება ჰესებთან მიმართებით, არის შემდეგი, რომ ჩვენ არ ვაშენებთ არც ერთ ჰესს გაანალიზების გარეშე. იგივე გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი დასკვნის გარეშე ჩვენ არ ვიწყებთ ჰესების მშენებლობას. განსხვავებით წინა მთავრობისგან. მე პარალელს ვავლებ და არ ვაპირებ გავაკრიტიკო წინა მთავრობა. მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენი მიდგომები არის აბსოლუტურად განსხვავებული.

ახალ გზაზე, რომელიც აშენდა ვერეს ხეობაში, ჩემი ინფორმაციით არ იყო მანამდე წინასწარი გარემოს ზემოქმედების დასკვნა დადებული და ამის გარეშე მოხდა მშენებლობა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ჯერ მივყვებით ისე, როგორც არის ევროპაში, ცივილიზებულ სახელმწიფოებში. ჩვენ ვიკვლევთ თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ჰესის მშენებლობამ ან ნებისმიერი სხვა პროექტის მშენებლობამ და მხოლოდ ამის შემდეგ როცა დაიდება დადებითი დასკვნა, ვიწყებთ პროექტის რეალიზაციას.

რა თქმა უნდა ეს დროში შესაძლოა გაიწელოს, მაგრამ ეს აპრობირებული მეთიოდია და ჩვენ არ დავარღვევთ ამ პროცედურებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."