ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
როგორც ვიცე პრემიერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მობილიზებულია ყველა სამინისტრო, ყველა დეპარტამენტი და მერიის შესაბამისი სამსახურები, რათა ადგილობრივ დაზარალებულ მოსახლეობის დახმარება დროულად მოხდეს.
კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, ვერეს ხეობასა და ზოოპარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.
"რთულია ამაზე საუბარი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობდა იმას, რომ ახალი ესტაკადის მშენებლობის დროს არის გვირაბები, რომელთა დიამეტრი არ არის შესაბამისი და დაბალია მდინარის გამტარუნარიანობა. გამიჭირდება ამაზე საუბარი, რადგან პირველია და უმთავრესია, რომ გაიწმინდოს ტერიტორია და მოვძებნოთ დაკარგულები", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. კალაძის თქმით, მომხდარი მთელი საქართველოს ტრაგედიაა.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში