არსებული ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დატოვება რამდენიმე წუთის წინ მოსთხოვეს, თუმცა აღნიშნულის მიზეზი უცნობია.
"ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი ადგილზე უკვე გაემგზავრა და დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში