სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსია გადადეს და შეგროვილ თანხას სტიქიით დაზარალებულებს ურიცხავენ

 სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსია გადადეს და შეგროვილ თანხას სტიქიით დაზარალებულებს ურიცხავენ

"გვინდოდა სკოლის ექსკურსიაზე წასვლა, მაგრამ სტიქიის გამო ვერ ხერხდება და დაგვრჩა ფული, ამჟამად 610 ლარი, შეიძლება მეტიც შეგროვდეს. გვინდა დახმარება გავუწიოთ დაზარალებულ მოსახლეობას და გვაინტერესებს თუ რაში შეგვიძლია მოვახმაროთ ეს ფული. ან თუ არსებობს რაიმე საბანკო ანგარიში, სადაც ეს ყველაფერი გროვდება" - წერს გოგონა "ფეისბუქის"  ჯგუფში, რომელიც თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დავალებების სახით, თითქმის 24 საათიან რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას დაზარალებული ადამიანების საჭიროებების შესახებ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია