საქართველოს შს სამინისტრო მძღოლებს მიმართავს, ხვალიდან ავტომანქანებით სარგებლობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გმირთა მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნან გმირთა მოედანი.
"გასაგები მიზეზების გამო ქალაქში აკრძალულია მოძრაობა მთელ რიგ ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ იმ ქუჩებზე, რომელიც მდინარე ვერეს ხეობას ესაზღვრება. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო მძღოლებს ხვალინდელი დღიდან უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომანქანებით სარგებლობისგან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.