ბიზნესმენი რომან ფიფია დაზარალებულთათვის საცხოვრებელ ფართს შეიძენს

ბიზნესმენი რომან ფიფია დაზარალებულთათვის საცხოვრებელ ფართს შეიძენს

რომან ფიფია დაზარალებულთათვის საცხოვრებელ ფართს შეიძენს. ამის შესახებ ბიზნესმენი განცხადებაში იუწყება, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს გლოვის დღეა საქართველოში! მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს. ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს შევუძინოთ საცხოვრებელი ფართი, ხოლო წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიოთ დახმარება.

ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ ნიშნავს თანადგომას" - ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია