112-ის დეპარტამენტი საზოგადოებას მიმართავს, 112-ზე მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დარეკონ

112-ის დეპარტამენტი საზოგადოებას მიმართავს, 112-ზე მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დარეკონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი საზოგადოებას მიმართავს, მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დარეკონ. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის განცხადებაში.

"შსს 112-ის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და დაზარალებული მოქალაქეების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

შსს 112-ის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უმორჩილესად მივმართავთ საზოგადოებას, დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს და თავი შეიკავონ არაგადაუდებელი ზარებისგან (მაგალითად: როგორიცაა ინფორმაციის მიღება გზებზე არსებულ საცობებთან დაკავშირებით და სხვა).

13 ივნისის ღამეს, თბილისში, ძლიერი წვიმის დაწყებიდან უმოკლეს დროში, 112-ის ყველა ოპერატორი მობილიზებული იყო. მიუხედავად ამისა, ზარების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. სტიქიის დაწყებიდან 3 საათის განმავლობაში, 12 000 ზარი შემოვიდა, რამაც გამოიწვია ზარების მოლოდინის რეჟიმში გადასვლა.

შსს 112-ის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის მითითებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი მუშაობას კვლავ

განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა 112-მა შეუფერხებლად მიიღოს ზარები, მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით", -ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია