"ვითხოვთ, არ მოკლან" - ნინო ორდენიძის სახლთან, ბაგებში სპეცრაზმი ვეფხვს ეძებდა

"ვითხოვთ, არ მოკლან" - ნინო ორდენიძის სახლთან, ბაგებში სპეცრაზმი ვეფხვს ეძებდა

ბაგების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, დაახლოებით 4 საათის წინ მათ უბანში მტაცებელი ცხოველი შენიშნეს. "ამბები.გე"-ს მოდელ ნინო ორდენიძე ესაუბრა, რომელმაც მტაცებელი ცხოველი მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავად გადაიღო.

- ნინო, როდის შენიშნეთ მტაცებელი ცხოველი თქვენს სახლთან?

- დაახლოებით 4 საათის წინ შევნიშნეთ ვეფხვი ჩვენს სახლთან. შემდეგ მოვიდა სპეც-რაზმი და დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ჩვენი სახლიდან კუს ტბისკენ წავიდნენ სპეცრაზმელები, დაახლოებით 40 წუთში კი ეზოში შემოვიდნენ. ეძებდნენ როგორც შეეძლოთ. არც სროლის ხმა გაგვიგია და არაფერი, ორს ჩვეულებრივი "სნაიპერსკი ვინტოვსკები" ეჭირა, 112-იც მოვიდა, ზოოპარკშიც ვრეკავდით, მაგრამ არ გვპასუხობენ. არ ვიცით დააკავეს თუ არა, გვაინტერესებს.

- ვინ გადაუღო ვეფხვს ფოტოები?

- ჩვენ გადავუღეთ აივნიდან, ანუკა არის სვანაძე ჩვენი მეზობელი და მან მანქანიდან გადაუღო. იმ ფოტოზე კარგად ჩანს, სანაგვეებთანაც ნახეს მეზობლებმა, ეტყობა მოშივდა, აგრესიული არ იყო, როგორც მეზობლებმა თქვეს. ვიღაცეები ამბობენ ლომის ბოკვერია, აფთარია, რა მნიშვნელობა აქვს, რა არის? მტაცებელი ცხოველია და ბავშვების გარეთ გაყვანა გვეშინია. მოვითხოვთ გაგვაგებინონ, დაიჭირეს თუ არა ეს მტაცებელი ცხოველი და ასევე, ვითხოვთ, არ მოკლან. დააძინონ და ისე დააბრუნონ ვოლიერში.

"ამბები.გე" ზოოპარკის პიარ-მენეჯერს მზია შარაშიძეს დაუკავშირდა.

- ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი ჯგუფი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. მთელი დღე დადიან ამ ქალაქში, ვეღარ გავიგეთ ვინ რას რეკავს. წესით და რიგით არ უნდა იყვნენ მტაცებელი ცხოველები ქალაქში, თითქმის ყველაფერი მკვდარია. ხან პანტერა დაინახეს, ხან ავაზა. ავაზა და იაგუარი საერთოდ არ გვყოლია, სამი პანტერა გვყავდა და სამივე დაიხრჩო.

- გამორიცხავთ ვეფხვი დადიოდეს ქალაქში?

- არ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დატბორილია რამდენიმე ვოლიერი. დღეში 5000 კაცი გვირეკავს, მაგრამ არცერთი არ არის თვითმხილველი.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია