საცობი ქუჩაში და უპრეცენდენტო ხალხმრავლობა მეტროში - რა მდგომარეობაა თბილისში გადაადგილების მხრივ

საცობი ქუჩაში და უპრეცენდენტო ხალხმრავლობა მეტროში - რა მდგომარეობაა თბილისში გადაადგილების მხრივ

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის ცალმხრივად აღდგენის მიუხედავად, თბილისში ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხით მაინც პრობლემებია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან იუწყებიან, გართულებულია მოძრაობა თბილისის მერიიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის მსურველთათვის, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოძრაობა თავისუფალია ვახუშტის ხიდიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით.

გუშინდელის მსგავსად გადატვირთულობის პრობლემა კვლავ რჩება მეტროსადგურებში. ამ კუთხით განსაკუთრებით ხალხმრავლობა მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნიდან" საბურთალოს ხაზის მიმართულებით შეინიშნება.

მგზავრებით სავსეა მეტროს პირველი და მეორე ხაზის დამაკავშირებელი გვირაბი. მგზავრები ბაქანზე ყოფნისას ხშირ შემთხვევაში ჩამომდგარ მატარებელში შესვლას ვერ ახერხებენ და მომდევნო მატარებლის მოსვლას ელოდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, იგი დანიშნულების ადგილამდე მიკროავტობუსით გადაადგილდება, თუმცა თბილისში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა მეტროთი მგზავრობა მოუწია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია