"ჰიპოკალიფსი": როგორ აშუქებს მსოფლიო მედია 13 ივნისის ტრაგედიას

"ჰიპოკალიფსი": როგორ აშუქებს მსოფლიო მედია 13 ივნისის ტრაგედიას

13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგიკული წყალდიდობის შედეგები მსოფლიო მედიაში აქტიურად გაშუქდა. ყველა წამყვანი თუ მეორეხარისხოვანი მედია საშუალება საქართველოში მომხდარ კატასტროფას აშუქებდა.

ისეთმა პოპულარულმა გამოცემებმა, როგორიცაა Buzzfeed, Mashable, The guardian, Slate და სხვა პრესტიჟულმა მედია საშუალებებმა წინა პლანზე ცხოველების საკითხი წამოწიეს და ეს გასაგებიცაა, რადგან ასე უფრო მარტივად ნახვადს გახდიდნენ საკუთარ მასალებს. შესაბამისად გაშუქება მოხდა არა ინფორმაციის გავრცელების, არამედ მომხმარებლის დაინტერების მიზნით.

ისეთი გამოცემებიც კი, როგორიცაა Washington post, Reuters, USATODAY, The Sun მიუხედავად იმისა, რომ სათაურშივე მათ წამოწეული ჰქონდათ ტრაგედიის მთავარი საგანი - დაღუპული ადამიანები - მოთხრობილი ტექსტის უდიდესი ნაწილი მაინც ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ეთმობოდა. წარმოგიდგენთ ორიგინალ სათაურებს პირდაპირი თარგმანით:

Buzzfeed: "წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის ცხოველები თავისუფლად დადიან საქართველოს რესპუბლიკაში"

Mahable: "ლომები, ვეფხვები და ბეჰემოთი თბილისში დახეტიალობენ მას შემდეგ, რაც წყალდიდობამ ზოოპარი გაანადგურა"

The guardian: "წყალდიდობა თბილისში და მის ზოოპარკში"

Slate: " სასიკვდილო წყალდიდობის შემდეგ საქართველოს დედაქალაქში ლომები, აფთრები და ბეჰემოთი დახეტიალობენ"

Washington Post: "ზოოპარკის ცხოველები საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში სასიკვდილო წყალდიდობის შემდეგ"

Reuters: "ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაკარგულად ითვლება საქართველოს დედაქალაქში მომხდარი წყალდიდობის შედეგად"

USATODAY: "12 გარდაიცვალა და ვეფხვი თავისუფლად დასეირნობს საქართველოს დედაქალაქში მომხდარი წყლდიდობის შემდეგ"

The Sun: "ჰიპოკალიფსი დღეს - ზოოპარკის ცხოველები გააფთრებულნი დადიან მას შემდეგ, რაც წყალდიდობამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია