თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 16 ივნისს, თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერება. ამინდის გაუარესების გამო, გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება. ხორცილედება მონიტორინგი.
სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ვერეს ხეობაში მომუშავე ადამიანების გამოყვანა.