ნარმანია გაბუნიას: "თუ არ დამამთავრებინებთ პასუხს, გავალ ეთერიდან"

ნარმანია გაბუნიას: "თუ არ დამამთავრებინებთ პასუხს, გავალ ეთერიდან"

"თქვენი ლოგიკა არასწორად არის აგებული... თუ არ დამამთავრებინებთ, გავალ ეთერიდან", - აღნიშნული განცხადება, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გააკეთა. მან გადაცემის წამყვანს მოუწოდა, რომ მიეცა დრო დაესრულებინა პასუხი კითხვაზე, რომლიც სამაშველო სამსახურის მუშაობას ეხებოდა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას თქმით, სამაშველო სამსახურებმა სტიქიის დროს გამოძახებებზე დააგვიანეს და მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევდათ სტიქიასთან გამკლავება. დედაქალაქის მერი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურის მუშაობისას შეფერხებები არ ყოფილა და მაშველები სტიქიის ადგილზე შეტყობინების შესვლიდან მალევე მივიდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."