ნარმანია გაბუნიას: "გათვლა გაგიკეთებიათ ასეთ რამესთან დაკავშირებით, როდესაც კითხვებს სვამთ, თუ ვიღაცამ მოგიმზადათ კითხვები?"

ნარმანია გაბუნიას: "გათვლა გაგიკეთებიათ ასეთ რამესთან დაკავშირებით, როდესაც კითხვებს სვამთ, თუ ვიღაცამ მოგიმზადათ კითხვები?"

ქალაქის მერის განცხადებით, ხელისუფლება ასეთ სტიქიას არ ელოდა და შესაბამისად მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია დროულად ვერ მოხერხდა.

დავით ნარმანია ინფორმაციას 112-ის არაადეკვატური დახმარების თაობაზე "არასწორს" უწოდებს. მისი განმარტებით, ვითარება იყო პანიკური და უამრავი ზარის გამო სამაშველო სამსახურები ვერ ასწრებდნენ ყველგან მისვლას და რომ ხელისუფლებაში კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, მისივე თქმით, მერიაში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყნეთში ჩამოწოლილი მეწყერიდან გამომდინარე საჭირო იყო მოსახლეობის ევაკუაცია, არ შესულა.

"კორდინაციის პრობლემა არ ყოფილა, 20 წუთის განმავლობაში წყლის დონემ მოიმატა 4 მეტრით და შეუძლებელი გახდა ადამიანების გამოსვლა სახლიდან. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. უხვი ნალექის შედეგად თავის დროზე ძალიან ცუდად გაკეთებულმა საინჟინრო გადაწყვეტილებამ, ვერ გაატარა წყლის ეს მოცულობა, ამიტომაც მოხდა ეს. სწორედც რომ გამოძიებული უნდა იყოს ის, თუ რატომ გაკეთდა თავის დროზე ასეთი პროექტი და რატომ არ დაუჯერეს ექსპერტებს და სპეციალისტებს. ეს არის აქ უმთავრესი პრობლემა და უმთავრესი საფუძველი. მე მქონდა ინფორმაცია, რომ წყლის დონემ ძალიან სწრაფად მოიმატა და სწორედ ამიტომ წავედი ყველაზე ცხელი წერტილისკენ. მე მგონი, რომ გასაგებად გავეცი თქვენს კითხვას პასუხი და ძალიან გთხოვთ ეს კითხვა დახუროთ და გადახვიდეთ შემდეგ კითხვაზე. როგორ წარმოგიდნეგიათ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა და 1400 მეტრის დონიდან არის წყლის ვარდნა, ასეთ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება A წერტილიდან B წერტილში მოვიდეს წყლის დიდი მასა. გაქვთ საერთოდ წარმოდგენა? ან გათვლა გაგიკეთებიათ ასეთ რამესთან დაკავშირებით, როდესაც კითხვებს სვამთ? თუ უბრალოდ ვიღაცამ მოგიმზადათ ასეთი კითხვები", - განაცხადა ნარმანიამ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

იხილეთ ასევე: ნარმანია გაბუნიას: "თუ არ დამამთავრებინებთ პასუხს, გავალ ეთერიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."