უკრაინის შს მინისტრის ანეკდოტი თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ბეჰემოტზე: "ყველაზე მეტად მიშა და ეკა იცინოდნენ"

უკრაინის შს მინისტრის ანეკდოტი თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ბეჰემოტზე: "ყველაზე მეტად მიშა და ეკა იცინოდნენ"

ოდესაში თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ბეჰემოტზე ანეკდოტებს ჰყვებიან. ერთ-ერთ მათგანს Facebook-ში, საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.

"ოდესაში ვიყავი. სააკაშვილი... კადრები... ახალი პატრულის შერჩევა... უამრავი საქმე და... ოდესელები მოყვნენ ანეკდოტს: ქართული ბეჰემოტი, რომელიც წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაიქცა, უკან იმედგაცრუებული დაბრუნდა - უკრაინაში მას ძალიან დაბალი თანამდებობა შესთავაზეს. ყველაზე მეტად მიშა და ეკა იცინოდნენ", - წერს ავაკოვი.

თბილისის ქუჩებში მოსიარულე ბეჰემოტის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. უცხოური მედიის რეპორტაჟებში თბილისში მომხდარი სტიქიის მთავარ სიმბოლოდ სწორედ ბეჰემოტი იქცა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია