"ნიკორა" კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც აქტიურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხში.
კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციაზე დასაქმებულ მოხალისეებს "ნიკორას" ხორცპროდუქტებით, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების - "ოკეანესა" და "მზარეულის საცხობის" წარმოების თევზეულითა და პურ-ფუნთუშეულით გაუმასპინძლდნენ.