შს მინისტრის პირველი კომენტარი "ლაგუნასთან" მომხდარ ტრაგედიაზე - გომელაური გარემოებებს აღწერს

შს მინისტრის პირველი კომენტარი "ლაგუნასთან" მომხდარ ტრაგედიაზე - გომელაური გარემოებებს აღწერს

"ლაგუნა ვერესთან" შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფება. როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის შემდეგ გამოძახებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

გომელაურის განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ საწყობში, დახურულ სივრცეში მოხდა. მისივე თქმით, როდესაც დაგლეჯილი ადამიანი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

"თუ ცხოველს ნახავენ, ვეცდებით დავაძინოთ და გაიყვანონ ზოოპარკის თანამშრომლებმა, თუ ეს ვერ მოხერხდება, მოხდება მისი ლიკვიდაცია", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ვინც შენობაში მუშაობდა, გაყვანილია და საწყობში სპეცდანიშნულების რაზმის გარდა არავინ იმყოფება.

ამ დროისთვის თეთრი ვეფხვი ლიკვიდირებულია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია