"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის ექსკლუზიური კადრები ადგილიდან, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის ექსკლუზიური კადრები ადგილიდან, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა ის ადგილი გადაიღო, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. ეს არის "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწყობი. "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერის დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

საწყობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ. მათი ინფორმაციით, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა.

"7 მუშა იყო შესული დასალაგებლად. იქ არის პატარ-პატარა ოთახები და ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა. დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი", - აცხადებენ თვითმხილველები.

იხილეთ გალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია