ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი ოთარ ცუხიშვილია - პირველი ცნობები ტრაგიკულად გარდაცვლილზე

ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი ოთარ ცუხიშვილია - პირველი ცნობები ტრაგიკულად გარდაცვლილზე

ლაგუნა-ვერესთან ალბინოსმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხა ვეფხვი. შემთხვევის დროს ადგილზე 8 მამაკაცი იმყოფებოდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ვეფხვი ორ მათგანს დაესხა თავს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მეორე დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.

როგორც Ambebi.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეს-ცენტრში განუცხადეს, კლინიკაში მიყვანის დროს მამაკაცს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა, მას აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა უბნებზე. გამოჭმული ჰქონდა ყელი.

ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი ოთარ ცუხიშვილია, ის დისტრიბუციის თანამშრომელი იყო. ჰყავს მეუღლე, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს.

ადგილობრივების განცხადებით, მათ თეთრი ვეფხვი ქარხნის ტერიტორიაზე სტიქიის მეორე დღესვე შენიშნეს.

ნახეთ თემის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი და განახლებები თეგზე #ტრაგედია "ლაგუნაზე"

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია