ზოოპარკის დირექტორის პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

ზოოპარკის დირექტორის პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, პროკურატურაში ვინმეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა.

ზოოპარკის დირექტორმა თბილისის პროკურატურა ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ თავის ორ თანამშრომელთან და ადვოკატთან ერთად დატოვა. როგორც გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ცხოველების დათვლა.

"პროკურატურას აინტერესებდა სიტუაცია თუ როგორ მოხდა ვთქვათ ამ შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ბრალეულობას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ რა მოხდა და იმაზე, როგორ ხდებოდა რაოდენობის დადგენა და ერთი თეთრი ვეფხვი, რომელიც გვეგონა მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორის თქმით, ინფორმაციის მიღება გარდაცვლილი და დაკარგული ცხოველების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან ხდებოდა, უზუსტობაც, მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება.

"ხდებოდა სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოწოდება, შემდეგ როდესაც ეს ინფორმაცია დავაჯამე, აღმოჩნდა, რომ სამივე თეთრი ვეფხვი მკვდარი იყო. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, მაგრამ დილით, როდესაც ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი ცოცხალი იყო", - განაცხადა გურიელიძემ.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ