ირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე განცხადებას აკეთებს

 ირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე განცხადებას აკეთებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებს.

როგორც პრემიერმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ეს არის აბსურდი და აღნიშნულზე საუბრის ავტორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გეგმავენ.

მთვარობის საგანგებო სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს  სოლიდარობას უცხადებენ და გავრცელებულ ხმებს მისი დაკავების შესახებ პაროტესტებენ.

"მინდა ვუპასუხო სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ბატონი ზურას დაკავებას გეგმავს ხელისუფლება. ეს არის აბსურდი და ამაზე საუბარი არის პროვოკაცია, მცდელობა ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. მე დღეს აქ ვიხილე "ნაციონალრი მოძრაობის" წევრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება შეძლეს და რომლებიც შეეცადნენ სხვა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. ეს არის ყოვლად ამორალური და უზნეო საქციელი. მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდო, რომ კრიზისულ სიტუაციაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან და არა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: "თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, პირველი ვიქნები მე"

ნახეთ თემის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი და განახლებები თეგზე #ტრაგედია "ლაგუნაზე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია