"ეს არის ქალი, რომელიც მთავრობას არ შეუსახლებია სასტუმროში, იმ მიზეზით, რომ ჰყავს სამი ძაღლი... "გთხოვთ, ბევრ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა"

"ეს არის ქალი, რომელიც მთავრობას არ შეუსახლებია სასტუმროში, იმ მიზეზით, რომ ჰყავს სამი ძაღლი... "გთხოვთ, ბევრ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", გვერდზე kata.ge, რომელიც მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად შეკრებილ ხალხს აერთიანებს, ვრცელდება განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 13 ივნისს სტიქიისგან დაზარალებული ერთი ადამიანი მთავრობას მეთვალყურეობის გარეშე ყავს დატოვებული და ქალბატონს უწევს ამის გამო ქუჩაში ცხოვრება. გთავაზობთ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელი სახით:

"გთხოვთ, ბევრ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.

ეს არის ქალი, რომელიც მთავრობას არ შეუსახლებია სასტუმროში, იმ მიზეზით, რომ ჰყავს სამი ძაღლი, თავისი თქმით, ძაღლებს ვერ მიატოვებს, რადგან შვილები არ ჰყავს და მისი შვილები ისინი არიან. ამიტომ ცხოვრობს გარეთ. თავისი კლიენტის (კინოლოგია) მიერ გამოყოფილ სათავსოში და ხალხის მიერ გაცემული დახმარება ამ ქალამდე არ მიდის.

მისი სახლი არის განადგურების პირას, სჭირდება გაწმენდა, როცა ნიაღვარი მის სახლში შევარდა, იგი წყალში გადახტა და სამივე ძაღლი გადაარჩინა, როგორც თვითონ ამბობს ერთმანეთი გადაარჩინეს ცურვით, კინაღამ დაიხოცნენ.

საჭიროა 15-20 ადამიანი წყნეთის გზაზე, რათა გაიწმინდოს მისი სახლი და ჩვენ მაინც მივაქციოთ ყურადღება ყველასგან მიტოვებულ ადამიანს.

მოხალოსეები გვჭირდება ხვალ, ასე 11 საათიდან.

გაავრცელეთეს ინფორმაცია და გამომეხმაურეთ მოხალისე ახალგაზრდები ნომერზე:

598 11 89 89".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია