"სამი დღე ვიხვეწებოდით, აქაურობისთვის მოეხედათ, "ლაგუნას" ტერიტორიაზე ნახეს ვეფხვიც, რაზეც გავაფრთხილეთ კიდეც..."

"სამი დღე ვიხვეწებოდით, აქაურობისთვის მოეხედათ, "ლაგუნას" ტერიტორიაზე ნახეს ვეფხვიც, რაზეც გავაფრთხილეთ კიდეც..."

იმ საწყობების თანამშრომლები, სადაც დღეს მტაცებელმა ცხოველმა ადამიანი იმსხვერპლა, აცხადებენ, რომ სტიქიის დღიდან ცდილობდნენ ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ყურადღების მიქცევას და "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიის შემოწმებას.

"სამი დღე ვიხვეწებოდით, რომ აქაურობისთვის მოეხედათ. კაციშვილი არაა პატრონი, ყველა მხოლოდ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თქვენც ხედავთ, ეს უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა კომპანიებს ჩვენ-ჩვენი საწყობები გვაქვს. როცა წყალი მოვარდა, სარდაფები დატბორა. 13 ივნისის მერე მერიას ვეხვეწებით, რომ მოვიდნენ და ეს წყალი ამოტუმბონ.

ამ ტერიტორიას ყველა მხრიდან გასასვლელი აქვს. ამიტომ, გაქცეულ ცხოველს აქ შემოსვლა და თავის შეფარება არ გაუჭირდებოდა. ვამბობდით, რომ აქ შეიძლება ცხოველები ყოფილიყვნენ, მეტიც, ამ ტერიტორიაზე ნახეს ვეფხვიც, ამის შესახებ გავაფრთხილეთ კიდეც. როგორც ჩანს, ვეფხვი საწყობში იმალებოდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია