"პალიტრა L" პროექტ Liberteens-ის ახალი წიგნის, მსოფლიო ბესტსელერის გაყიდვიდან შემოსულ მთლიან თანხას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს

"პალიტრა L" პროექტ Liberteens-ის ახალი წიგნის, მსოფლიო ბესტსელერის გაყიდვიდან შემოსულ მთლიან თანხას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს

გამომცემლობა "პალიტრა L" პროექტ Liberteens-ის ახალ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერს ემი იტერანტას "წყლის საიდუმლოს", რომელიც 10 ლარი ღირს, 3 ლარად გაყიდის, რათა ყველამ შეძლოს ქველმოქმედებაში ჩართვა და სრულ თანხას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს.

"ჩვენი გუნდის ბევრი ფიქრის შემდეგ, თუ როგორ დახმარებოდა გამომცემლობა "პალიტრა L" და მისი პროექტი Liberteens-ი სტიქიით დაზარებულ მოსახლეობას, გადავწყვიტეთ, 20 ივნისს ემი იტერანტას "წყლის საიდუმლოს" 3 ლარიან აქციაზე შემოსული სრული თანხა გადავრიცხოთ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. დაბეჭდილია 5000 ეგზემპლარი და ვიმედოვნებთ, რომ წიგნები გვეყოფა. თუმცა, ჩვენ Liberteens-ის სხვა წიგნებიც გამოგვაქვს საქველმოქმედო აქციაზე. ეს არის დღესდღეობით ყველაზე მასშტაბური თინეიჯერული პროექტი, რომელიც წიგნის გამოსვლის დღეს მუდმივად აყენებს უზარმაზარ რიგს წიგნის მაღაზიებთან. ასე რომ, იმედი გვაქვს, საკმაოდ სოლიდურ თანხას გადავრიცხავთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად", - აცხადებენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში.

მათივე ინფორმაციით, აქცია გაიმართება როგორც თბილისში, "ბიბლუსი გალერეაში", მისამართზე ჭავჭავაძის #7, ასევე ქალაქ გორის "ბიბლუსის" მაღაზიაში, მისამართზე სტალინის #9. აქცია თბილისში 19:00 საათზე, გორში კი 17:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია