ზეიმი ბათუმში თბილისის სტიქიური უბედურების ფონზე - აჭარის სამთავრობო უწყების განმარტება

ზეიმი ბათუმში თბილისის სტიქიური უბედურების ფონზე - აჭარის სამთავრობო უწყების განმარტება

თბილისის სტიქიური უბედურების ფონზე, ბათუმში კიდევ ერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ქუჩებში 6 ქვეყნის საბავშვო ფოლკლორულმა ანსამბლებმა საფესტივალო მსვლელობა მოაწყვეს.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოზარდები ქალაქში ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნული დროშებით გამოჩნდნენ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა.

ბათუმის მერიისა და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ღონისძიება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და შესაბამისი ნებართვები არ გაცემულა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე რეაგირების ბერკეტი არ გააჩნიათ.

"ეს არის მსოფლიო ხალხთა ფესტივალი. უკვე მეორედ ვატარებთ. თანხას როგორც ჩამოსვლის, ასევე ბათუმში განთავსებისა და დასვენებისთვის იხდიან ის ანსამბლები, რომლებიც ჩამოვიდნენ. ორგანიზაცია "არტ ბათუმი" ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევს. ფესტივალი დაიწყო წუთიერი დუმილით და ამით ჩვენ პატივი მივაგეთ თბილისში დაღუპულებს. ნურავის გონია, რომ ჩვენ არ გვტკივა გული დედაქალაქში მომხდარზე. ამ ღონისძიებას ვერ გადავდებდი იმიტომ, რომ დიდი ხნის დაგეგმილია. რამდენიმე ქვეყნის გუნდები თითქმის ერთი კვირაა ბათუმში იმყოფებიან. თბილისის ტრაგედია შუა გზაზე წამოგვეწია. ამ გუნდებს ასე უკან ვერ გავაბრუნებდით. ტრაგედიის გამო ჩვენ მხოლოდ მსვლელობა მოვაწყვეთ და გავაუქმეთ ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებვის ჩვენება. რაც შეეხება რუსეთის დროშას, აქ სხვა დანარჩენი ქვეყნების დროშებიც ფრიალებს და ხელოვნებას საზღვრები არ აქვს" - განაცხადა ახალგაზრდული ფესტივალის ორგანოზატორმა, ანზორ დევაძემ.

აჭარის განათლებისა და კულტური მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილის ინფორმაციით, ფესტივალი არის ერთ-ერთი კერძო შპს-ს მიერ ორგანიზებული. სახელმწიფო ამ ფესტივალში რაიმე სახით არ არის ჩართული.

"ვადასტურებ, რომ მერიას ამ ღონისძიების გამართვაზე არც ნებართვა გაუცია და არც ტერიტორია გამოუყვია. საერთოდ არ აქვს შეხება ამ ფესტივალთან ქალაქის ხელმძღვანელობას. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია კი ასეთია: ვგმობ ყველანაირ საზეიმო ღონისძიებას მაშინ, როცა თბილისი და სრულიად საქართველო გლოვობს" - აცხადებს ბათუმის ვიცე-მერი ალექსანდრე მითაიშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია