ფეხმძიმესთან მიახლოებას ცდილობდა, მოვარდნილმა წყალმა რომ "მზიურთან" ხევში გადააგდო - პატრულის გმირი თანამშრომლები დავით ცინარიძემ მოინახულა

ფეხმძიმესთან მიახლოებას ცდილობდა, მოვარდნილმა წყალმა რომ "მზიურთან" ხევში გადააგდო - პატრულის გმირი თანამშრომლები დავით ცინარიძემ მოინახულა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბარელაძესთან ერთად, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი ლევან კაპანაძე მოინახულა და გამოჯანმრთელება უსურვა.

13 ივნისს, სტიქიის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, პატრულ-ინსპექტორები - ლევან კაპანაძე და ლევან ნათიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და მდინარე ვერეს ხეობაში ე.წ. ახალ გზაზე მოძრაობდნენ. მათ შენიშნეს, რომ ძლიერი წვიმის გამო მოქალაქეებს დახმარება ესაჭიროებოდათ. გზის სავალი ნაწილი თანდათან წყლით ივსებოდა. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაიწყეს მოქალაქეების ავტომანქანებიდან გადმოყვანა და მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა. მგზავრებს შორის იყვნენ ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალბატონი. საჭირო გახდა ფეხმძიმე ქალბატონის ავტომანქანით უსაფრთხო ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანა. პატრულ-ინსპექტორმა ლევან კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება, ქალბატონი საშიში ზონიდან საპატრულო ავტომანქანით გაეყვანა. როდესაც პატრულ-ინსპექტორი ავტომანქანით ცდილობდა ფეხმძიმესთან მიახლოებას, სწორედ ამ დროს, მოვარდნილმა წყალმა იგი ავტომანქანასთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. ორსულ ქალბატონს და სხვა მოქალაქეებს ადგილზე ოპერატიულად მისულმა პატრულებმა და მაშველებმა აღმოუჩინეს დახმარება.

დაკარგულ პატრულ-ინსპექტორს და საპატრულო მანქანას კოლეგები და მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ლევან კაპანაძე ძლიერმა დინებამ ავტომანქანიანად "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ჩააგდო. დროულად მოხერხდა ხევიდან პატრულ-ინსპექტორის ამოყვანა. ლევან კაპანაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

თამარ ბოჭორიშვილი

"პატრა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს