ქველმოქმედება, თუ ღალატი: ჰეშთეგმა #savetbilisi вместе რუსეთში მყოფი ცნობილი ქართველები გააერთიანა

ქველმოქმედება, თუ ღალატი: ჰეშთეგმა #savetbilisi вместе რუსეთში მყოფი ცნობილი ქართველები გააერთიანა

ნინი ქარსელაძემ, მიშა მესხმა, თემურ თათარაშვილმა, გიორგი გაბედავამ, აჩი ფურცელაძემ და ქართული საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმა მოსკოვში მცხოვრები ქართველებისთვის სპეციალური ანგარიში გახსნეს, საიდანაც შემოსული თანხა თბილისში სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს გადაეცემათ.  მომხდარმა ქართულ "ფეისბუქ-საზოგადოებაში" უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა და ამ ინიციატივის  ავტორები ზოგიერთებმა "მოღალატეებადაც" მონათლეს.

"შემზარავი ტრაგედიაა... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტრაგედიის ადგილიდან ძალიან შორის ვიმყოფებით, ერთიანი ძალებით ვცდილობთ დაზარალებულთა დახმარებას. ამაში მანძილმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს!

არც ჩვენი შემთხვევა იქნება გამონაკლისი! თითოეულ ჩვენგანს გვსურდა ჩვენივე ხელებით გაგვეწია დახამრება, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ მოსკოვში მცხოვრები ქართველების გაერთიანებით მეტს მივაღწევთ #‎savetbilisi‬".

"ჩვენ ვართ ახალგაზრდა ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს რუსეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტრაგედიის ადგილიდან ძალიან მოშორებით ვიმყოფებით, თქვენი თანადგომით შევეცდებით დაზარალებულთა დახმარებას. შეიქმნა ანგარიში, რომელზეც შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა. ნუ დაგავიწყდებათ, თითოეული თქვენგანის აქტიურობა მნიშვნელოვანია", - ნათქვამია "ინსტაგრამისა" და "ფეისბუქის" გვერდზე, რომელიც ცნობილმა ქართველებმა თბილისის დასახმარებლად შექმნეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია