რამდენი ცხოველია მოკლული, დამარხული და განადგურებული: სეს-ი უახლეს მონაცემებს აქვეყნებს

რამდენი ცხოველია მოკლული, დამარხული და განადგურებული: სეს-ი უახლეს მონაცემებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშის განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება.

ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში.

სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული.

დღეიდან, ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე არსებული ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო "21 საუკუნიდან" უვარგისი პროდუქციის ამოღება და გატანა დაიწყება.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მოსახლეობას ეცნობება. წყლის ნიმუშის აღება გრძელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია