დები ზარანდიების სასახლეებზე, ახლობლების თქმით, ღვთისმშობლის სილუეტი გამოისახა

დები ზარანდიების სასახლეებზე, ახლობლების თქმით, ღვთისმშობლის სილუეტი გამოისახა

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას გარდაცვლილი დების, ინდირა და ლიზა ზარანდიების ცხედრები ხობის რაიონში, მშობლიურ სოფელ გურიფულშია დასვენებული. როგორც ოჯახის ახლობელმა Ambebi.ge-ს შეატყობინა, დღეს, სასახლე-მაცივრებზე, რომლებშიც 22 და 25 წლის დები არიან ჩასვენებულნი, ღვთისმშობლის სილუეტი გამოისახა.

ოჯახის ახლობელმა, რომელიც იმ დროს პანაშვიდზე იმყოფებოდა, ამის ამსახველი ფოტო Ambebi.ge-ს გამოუგზავნა. მისივე თქმით, გამოსახულება, რომელსაც იქ მყოფები ღვთისმშობლის სილუეტად აღიქვამენ, დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში შეინიშნებოდა. მისი თქმით, ორი ერთმანეთის მსგავსი სილუეტი ორ სასახლე-მაცივარზე ცხედრების თავის მხარეს გამოისახა.

დაღუპულ დებ ზარანდიებს მშობლიურ სოფელში შაბათს, 20 ივნისს დაკრძალავენ.

მეტი ინფორმაცია| #დები ზარანდიები

ფოტოს ორიგინალები, რომლებიც Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა გამოუგზავნა.

ვიდეო: "ჩვენი ჰერმიონა, მხიარული გოგონა..." - ინდირა ზარანდიას ვიდეოს მეგობრები ავრცელებენ

კადრები ზარანდიების ოჯახიდან. სქრინი| "მოამბე", "პირველი არხი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია