ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ეთნოგრაფიული მუზეუმის მენეჯერის, დავით ქაჯაიას ინფორმაციით, მონადირეებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მუზეუმის ტერიტორია დატოვეს.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე ზოოპარკიდან დაკარგული ნადირის კვალი არ აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, ეთნოგრაფიული მუზეუმი მოქალაქეთათვის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დაკეტილია.

ეთნოგრაფიული მუზუემის ტერიტორიაზე ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის სამძებრო სამუშაოებს მონადირეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაახლოებით 12 საათიდან ახორციელებდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია