რამდენი ხანი შეიძლება იყოს მშიერი ვეფხვი, რომელიც თბილისში დადის და რა ვერსიები აქვს მის შესახებ ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს

რამდენი ხანი შეიძლება იყოს მშიერი ვეფხვი, რომელიც თბილისში დადის და რა ვერსიები აქვს მის შესახებ ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს

ზოოპარკიდან სტიქიის ღამეს გაქცეულ ციმბირულ ვეფხვს თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერჯერობით უშედეგოდ, თუმცა ინტენსიურად ეძებენ.

ჩვენ ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, გიორგი ბახტაძეს დავუკავშირდით.

- ვეფხვი, რომელმაც აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ადამიანი იმსხვერპლა, მანამდე იმავე ტერიტორიაზე ნახეს, ის მკვდარი ეგონათ. როგორ გგონიათ, რა მოხდა მერე?

- შოკის მდგომარეობა მხოლოდ ადამიანს კი არა აქვს, შოკი და სტრესი მხეცებმაც მიიღეს. ის მაშინ, როგორც ჩანს, ამ მდგომარეობაში იყო. იქ თავშესაფარი ნახა და პირველ დღეებში ალბათ, ძალადაკარგულიც იყო და ისვენებდა. ეს ჩემი ვერსიაა. მოკლედ, მანამდე წყლის ტალღამ ფაბრიკის ტერიტორიაზე გადმოისროლა, ნაკადმა იქამდე მიიყვანა და ვიმეორებ, იმ ტერიტორიაზე თავშესაფარი ნახა. მერე კი გონზე მოვიდა.

- დღეს სპეციალური სამსახურები, ასევე მონადირეები, ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ეძებენ. უკვე ერთი კვირა გადის, რაც მან საკუთარი ვოლიერი დატოვა. საინტერესოა, რამდენი ხანი შეუძლია მას იყოს მშიერი?

- ის პატარა ვეფხვია, პრინციპში, ბოკვერია... ზოგჯერ ისინი 2-3 კვირის განმავლობაში ტყეშიც ვერ პოულობენ საკვებს. ამან გზადაგზა შესაძლოა, თაგვი ან ვირთხა ნახოს და მისთვის ესეცს საჭმელია.

- სპეციალისტებისგან ვიცი, თუ ცხოველი ვოლიერიდან ამა თუ იმ მიზეზით გამოდის, იმ ტერიტორიის სიახლოვეს ერთი კვირის განმავლობაში ტრიალებს, რომ როგორმე ისევ უკან დაბრუნდეს. თუ მიზანს ვერ მიაღწია, მაშინ გარბის. ამ მოსაზრების თანახმად, მგონი, ის შორს არ უნდა იყოს წასული.

- გეთანხმებით, მაგრამ იქაურობა წყლით არის სავსე, წაღებულია და უკან ვერ დაბრუნდა. ამიტომ სხვა ტერიტორიებზე აღმოჩნდა. მგონია, რომ ახალ გარემოში მოხვდა.

- ქალაქში არის განგაში, 112-ში რეკავენ ადამიანები, რომ ვეფხვი ამა თუ იმ მისამართზე შენიშნეს. შესაძლებელია, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვაგან გადაენაცვლებინა?

- ხომ გეუბნებით, ჩემი აზრით, რადგანაც ეს არის ქალაქი, ის ალბათ მის მიმდებარე ტერიტორიაზეა. პრაქტიკულად, კატაა და როგორც კატა მოძებნის ხოლმე მის მიერ მოპოვებულ ადგილს და იქ იმალება, ისიც ასე იქცევა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ვეფხვი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იყოს, რადგანაც ქალაქში ხალხი მოძრაობს, მანქანები დადიან, ხომ დაინახავდნენ, რომ გამოჩენილიყო ღია ადგილას? ე.ი. ქალაქის სიახლოვეს არის ჩასაფრებული.

-თუმცა შეიძლება ამაოდ ვეძებთ და შლამშიც იყოს მოხვედრილი.

- თუ ასე, მაშინ, მკვდარია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია