შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "მზიურის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, ადგილზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოებს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ახორციელებს. მინისტრი დანაყოფების ხელმძღვანელებს გაესაუბრა, მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და კონკრეტული მითითებები მისცა.