რა ხდება ზოოპარკიდან გაქცეულ მხეცთან დაკავშირებით - სამსაათიანი ძებნის შედეგები და ცრუ გამოძახებები 112-ში

რა ხდება ზოოპარკიდან გაქცეულ მხეცთან დაკავშირებით - სამსაათიანი ძებნის შედეგები და ცრუ გამოძახებები 112-ში

მონადირეებმა დღეს დილით, სამსაათიანი ძებნის შემდეგ, წყნეთის ტერიტორიაზე ნადირის კვალი ვერ აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ განუცხადა, წყნეთის ტერიტორიაზე ამ წუთებში დასრულდა სამძებრო სამუშაოები, სადაც სამი საათის განმავლობაში 12-14 კაციანი მონადირეთა ჯგუფები ძაღლებთან ერთად ნადირის კვალის პოვნას ცდილობდნენ.

ტყემალაძის თქმით, მოსახლეობისგან ზარები შევიდა და ითხოვდნენ აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდას, თუმცა ეს ზარები ცრუ აღმოჩნდა.

მისივე განმარტებით, წყნეთის ხევში და ტყის მასივებში მტაცებელი ცხოველის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.

"ტყეში საქონელი დადის. დაგლეჯილი ცხოველის ლეში არ არის. გუშინ წვიმა იყო და ხეობებიც ვნახეთ. ხომ არ იყო წყალზე მისვლის კვალი, თუმცა არანაირი კვალი არ არის. შესული ზარები ჯობია ჯერ პოლიციამ გადაამოწმოს და შემდეგ მოხდეს კვალზე მონადირეებისა და ძაღლების გასვლა", - დასძინა ტყემალაძემ.

წუხანდელი ღამის განმავლობაში მტაცებლის შესახებ 112-ში 30 შეტყობინება შევიდა, ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

"წუხელ, 21:00 საათიდან დღევანდელი დღის 09:00 საათამდე მტაცებლის შესახებ 30 შეტყობინება შემოვიდა. ყველა შემთხვევაში მოხდა შესაბამისი სამსახურების ადგილზე გასვლა, თუმცა არც ერთი შეტყობინება არ დადასტურდა", - განაცხადეს 112-ში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთარის ძებნა მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია