მაშველებმა ექსკურსიის დროს დაკარგული ბავშვები გადაარჩინეს

მაშველებმა ექსკურსიის დროს დაკარგული ბავშვები გადაარჩინეს

მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, ექსკურსიის დროს დაკარგული სოფელ არბოს საჯარო სკოლის 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელი არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობელთან ერთად დაიკარგნენ. მათ წმ. მარიამის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელი გზა აერიათ.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაკარგულები დროულად აღმოაჩინეს. მაშველებმა ისინი რთულად მისასვლელი გზიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია