ბოლო დღეების განმავლობაში, 112-ში შესული შეტყობინებების შემდეგ, რომლებშიც მოქალაქეები აცხადებენ, რომ მტაცებლების კვალი ნახეს, თბილისის ზოოპარკმა მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით, გამოექვეყნებინა ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევები, რაც დაეხმარებათ მოქალაქეებს, რომ აღარც თავად შევიდნენ შეცდომაში და არც ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ მაშველებს.
"შესადარებლად ვაქვეყნებთ ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევებს. ძალიან გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ ნაკვალევის ზომებსა და ფორმებს", - წერს თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდი და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
