უსაფრთხოების მიზნით სვანიძის ქუჩიდან ხალხი გამოჰყავთ

უსაფრთხოების მიზნით სვანიძის ქუჩიდან ხალხი გამოჰყავთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სვანიძის ქუჩიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირების გაყვანას წვიმის გამო უსაფრთხოების მიზეზს უკავშირებს.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გარისკვის უფლება არ აქვთ.

"1 კუბური მეტრი მიწაც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ 112-ში. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებას და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. სათავესთან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სინოპტიკოსები და ისინი გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს პატარა, 10 %-იანი საფრთხე. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვრისკავთ", - განაცხადა გომელაურმა.

თბილისში, სვანიძის ქუჩიდან წვიმის დაწყების შემდეგ, მოხალისეები, ჯარი და მოსახლეობის ნაწილი გაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

სვანიძის ქუჩა ამჟამად მძიმე ტექნიკას აქვს გადაკეტილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია