სვანიძის ქუჩის გადაკვეტა და იქ მყოფი მოხალისეების, ჯარის და მოსახლეობის გამოყვანა მერიის დავალებით განხორციელდა. "წვიმის გადაღების შემდეგ სამუშაოები განახლდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიის წარმომადგენელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა, რომელიც სვანიძის ქუჩის კოორდინატორია.
მისივე თქმით, ცოტა ხანში სამუშაოები განახლდება.
"ამინდის ცვლილების გამო, მოვარიდეთ ქუჩას და გამოვიყვანეთ ტერიტორიიდან მოსახლეობა, მოხალისეები და ჯარი. დავალება მერიისგან მივიღეთ. წვიმის გადაღების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა კახა გვანცელაძემ.
"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე რა საფრთხეები არსებობდა სვანიძის ქუჩაზე, გვანცელაძემ აღნიშნა, რომ საფრთხეებზე ვერ ისაუბრებს და მან მერიის დავალება შეასრულა.