"პალიტრა L"-სა და პროექტ Liberteens-ის საქველმოქმედო აქცია სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის

"პალიტრა L"-სა და პროექტ Liberteens-ის  საქველმოქმედო აქცია სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტ Liberteens-სთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართა.

პროექტის ფარგლებში გამოცემული ახალი წიგნი ემი იტერანტას "წყლის საიდუმლო" "ბიბლუს გალერიში" 3 ლარად გაიყიდა.

გაყიდვიდა შემოსული თანხა კი სტიქიის შედეგად დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება.

აქციაში უამრავმა თინეიჯერმა მიიღო მონაწილეობა.

"Liberteens-ის აქციებში ხშირად ვიღებ მონაწილეობას, დღეს კი განსაკუთრებული მიზეზი მაქვს იმის, რომ წიგნი შევიძინო, ვიცი, რომ ამით სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დავეხმარები", - განაცხადა "ბიბლუს გალერიში" მისულმა თეონა ბახტაძემ.

"ვიცით, რომ 13 ივნისს დედაქალაქში საშინელი სტიქია მოხდა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ჩვენ არ შეგვიძლია მათ ფიზიკურად დავეხმაროთ და აქციაში ჩართვით მცირედით შევიტანთ წვლილს მათ დასახმარებლად", - განაცხადა შოთიკო გიორგაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა სოფო საყევარიშვილმა განუცხადა, დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია.

"გადავწყვიტეთ, რომ ემი იტერანტას "წყლის საიდუმლოს" 3 ლარიან აქციაზე შემოსული მთლიანი თანხა გადავრიცხოთ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. აქციაზე ასევე გაიყიდა Liberteens-ის პროექტის სხვა წიგნებიც, ყოველი წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან კი ასევე 3 ლარი გადაირიცხება ქველმოქმედებისათვის. ეს არის დღესდღეობით ყველაზე მასშტაბური თინეიჯერული პროექტი, რომელიც წიგნის გამოსვლის დღეს მუდმივად აყენებს უზარმაზარ რიგს წიგნის მაღაზიებთან", - განაცხადა სოფო საყევარიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია