საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი2" ვერის ხეობიდან გაკეთებული "კურიერის" სპეციალური გამოშვებისთვის გააკრიტიკა და "ტენდენციური" უწოდა.
"სამწუხაროა, რომ ტენდენციურები ხართ და საკუთარ პიარზეც ბევრს მუშაობთ. ძალიან არ მომეწონა, როდესაც ჯერ კიდევ გვამები იყო გმირთა მოედანზე და სცენა გამართეთ იქ და ლამაზი მაკიაჟით თავს იწონებდით. მე თქვენ მადლობას ვერ გადაგიხდით. ჩემმა მეგობარმა თინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით იმიტომ, რომ ტენდენციურები ხართ, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობთ ხელი გაიშვიროთ ქართული ოცნებისკენ," - განაცხადა კობახიძემ