საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში, დღისა და ღამის საათებში, პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და შესაძლებელია იყოს სეტყვა.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, სეტყვა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. დასავლეთ საქართველოში დღის მაქისმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება, მაღალმთაში - 25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-36 გრადუსი. ამასთან, შემდეგი სამი დღის განმავლობაში მაღალმთაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა შემცირდება და 22 გრადუსი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია