საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, "ფეისბუქის" გვერდზე მოხალისეების შესახებ პოსტს აქვეყნებს:
"ჯიგრობის ეპოქის დასასრული?!
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ახალგაზრდების უანგარო აქტიურობამ მრავალმხრივი შეფასება ჰპოვა. ზოგჯერ გადაჭარბებულიც. ენთუზიაზმი ქართველებს ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს ცოტათი სხვანაირია. არც პარტიების მიერ არის მართული და არც ტრადიციული ქალაქურ-პატრიოტული იდეოლოგიითაა ნასაზრდოები. უბრალოდ, ვინმეს დაძახების გარეშე, უპრეტენზიოდ აკეთებენ საქმეს.
შრომობენ ჩვეული ზედმეტი პათოსის გარეშე. პათოსურობით ხელისუფლებას თუ შეაქვს დისონანსი, მაგრამ ეს მაინც აშკარად თვალშისაცემი არ არის. ახალგაზრდობაც მრავალფეროვანია-ქართველებთან ერთად განსხვავებული ეროვნებისა თუ რასის ადამიანებიც გამოხატავენ მხარდაჭერას. მათი მობილიზებისათვის არ გამხდარა საჭირო ქალაქურ-ჯიგრულ-თბილისური რიტორიკის გამოყენება. ჯიგრები და მოძველბიჭო პატრიოტები სადღაც გაქრნენ.
ეს სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული ყლორტებია.
კიდევ ბევრ სხვანაირს ვნახავთ!
ვვითარდებით ნელ-ნელა!" - წერს გოცირიძე.