"იმედის კვირაში" მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ სტიქიის შემდეგ ხელისუფლების მოქმედებები შეაფასა.
"ძალიან ძნელია გადაბრალება რაღაცის, მაგრამ მობილიზება უნდა ყოფილიყო. დღევანდელ დღეს რასაც ვუყურებ, როგორ ამოძრავდნენ... ნუ გავიმეტებთ ნურავის, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეზე საყვედურები ვთქვა. მაგრამ როდესაც შეეხნენ (ზოოპარკის) დირექტორს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ აქტიური ადამიანი, ვიფიქრე, წავალ და დავდგები ამ ადამიანის გვერდით და დავიცავ-მეთქი. ეს იყო ძალიან შემზარავი მომენტი. რას ქვია - მისი ბრალია. როგორ დავაბრალო ვინმეს ბუნების სტიქია. მაგრამ მობილიზება აუცილებელი იყო, ახლა უკვე კეთდება... თუმცა ცოტა გვიან არის, ღმერთმა, იქნება, განსაცდელი გამოგვიგზავნა და მოვიდეთ ჭკუაზე სუყველანი და გავერთიანდეთ", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, სტიქიის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და დაღესტანში ჰქონდა კონცერტი. მომღერლის თქმით, საქართველოს ადგილობრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და კონცერტის დროს "მთელი დარბაზე ფეხზე წამოდგა", რამაც მას ცრემლები მოჰგვარა. სტიქიის ღამეს და მომდევნო დღეებში განვითარებული მოვლენების გახსენებისას ნანი ბრგვაძემ ცრემლები ვერც პირდაპირ ეთერში შეიკავა.