გურჯაანში 21 წლის მამაკაცმა მეოთხე კლასელი ბიჭების გაუპატიურება სცადა

გურჯაანში 21 წლის მამაკაცმა მეოთხე კლასელი ბიჭების გაუპატიურება სცადა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში 21 წლის მამაკაცი 10 და 9 წლის ბავშვებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მასალებით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო. დანაშაულის შესახებ ინფორმირებულია სკოლის დირექტორიც. ე.წ. "რეფერირების მექანიზმით" დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, ბავშვებზე ძალადობის შესახებ სკოლას მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოსთვის ამ დრომდე არ უცნობებია.

სოციალური მუშაკებისთვის ოფიციალურად არც პოლიციას მიუმართავს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის მიხედვით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე