თბილისის ქუჩები, სადაც დღეს წყლის მიწოდება შეწყდება

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს წყლის მიწოდება შეწყდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთული ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის 22 ივნისის 11:00 საათიდან 23 ივნისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაზისუბნის მ/რაიონებსა და დასახლებას, ზემო პლატოს ნაწილს, სამგორის რაიონის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია