"იმისთვის მომიყვანეთ, რომ იმ ჯურღმულში დამაბათ?" - ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

"იმისთვის მომიყვანეთ, რომ იმ ჯურღმულში დამაბათ?" - ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ პროცესის დაწყებისთანავე სასამართლო დატოვა. "იმისთვის მომიყვანეთ, რომ იმ ჯურღმულში დამაბათ? იცით, რამხელა გზა უნდა გამოიარო იმ საშინელების აქ რომ მოყავხარ?" - მიმართა ბაჩო ახალაიამ სასამართლოს მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროცესზე დღეს უნდა დაიკითხოს დაზარალებულის წამომადგენელი და იგი სასამართლოში 15 წუთში მივიდოდა. ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ იგი ვერ დაუცდიდა, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს პატიმრის მოსათავსებელში ლოდინს არ აპირებს, ურჩევნია წავიდეს და მოწმის დაკითხვა მის გარეშე გაგრძელდეს.

რაც შეეხება მოწმეს, რომელიც დღეს უნდა დაიკითხოს წინასწარი ინფორმაციით, სასამართლოს ჩვენებას მისცემს საქმეში დაზარალებულის სტატუსით ცნობილი სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ