ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს მიმართავს

ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს მიმართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს სუპერთასის, "ბარსელონა-სევილიას" მატჩის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსურველებს მოუწოდებენ, ბილეთები არ შეიძინონ არც ერთ სხვა საიტზე, გარდა საიტისა www.biletebi.ge

"მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.

www.biletebi.ge ინფორმაციით საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება", - ნათქვამია სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. საიტზე ამ დრომდე ვერ ხერხდება ბილეთების გაყიდვა. უფრო მეტიც, უკვე მეორე დღეა, რაც biletebi.ge გამორთულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია