"შლამში ჩაძირულ სახლში განადგურებას ღვთისმშობლის ხატი სასწაულით გადარჩა"

"შლამში ჩაძირულ სახლში განადგურებას ღვთისმშობლის ხატი სასწაულით გადარჩა"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სტიქიის ზონაში კვირაზე მეტია, მოხალისედ მუშაობს და პარალელურად, იქ არსებულ სიტუაციას საკუთარი აპარატით ასახავს.

მისი საშუალებით ბევრი საინტერესო ახალგაზრდის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. დღეს "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა ფოტო, სადაც ღვთისმშობლის ხატია ასახული, რომელიც სტიქიის ზონაში გადაიღო. თითქმის მთლიანად შლამში ჩაძირულ სახლში განადგურებას ღვთისმშობლის ხატი სასწაულით გადარჩა.

Ambebi.ge გოგა ჩანადირს დაუკავშირდა:

- სვანაძის ქუჩა 16-ში არსებული ორსართულიანი სახლი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ იქ უვნებლად გადარჩა ღვთისმშობლის ხატი. ეს გახლავთ ზუმბულიძეების ოჯახი, ხატი პირველ სართულზე ჰქონდათ... 

როდესაც ამ ქუჩაზე მივედი, რომ იქ არსებული სიტუაცია გადამეღო, 20 წლის გოგონა, ელენე ხუციშვილი დამხვდა, რომელიც პირველივე დღიდან აქტიურად ჩადგა მოხალისეთა რიგებში. ის ერთ-ერთი აქტიური მოხალისეა, ვინც სვანიძის ქუჩაზე ვნახე. მეხუთე დღესაც იქ იყო და ოჯახს ეხმარებოდა. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ზუმბულიძეების ოჯახში ღვთისმშობლის ხატი გადარჩა. სანამ ვნახავდი, მეგონა, ზომით პატარა იქნებოდა. მერე რომ გამოიტანეს და თვალი შევავლე, უზარმაზარი აღმოჩნდა...  

მომეჩვენა, რომ ტილო იყო და გასაშრობად გამოიტანეს. შემდეგ ოჯახის დიასახლისს, ქალბატონ ხათუნას გავესაუბრე, მითხრა, - წყლით ლამის ორივე სართული აგვევსო, იმ პერიოდში ღვთისმშობელს ვევედრებოდი, გადავერჩინეთ. მერე ლოცვა დვიწყე, მალევე იკლო წყალმა.

თან, ისეთი ქუჩაა, აქედან ცოცხლები ვერ გავასწრებდით, - თან, ამდენი ვიყავითო.

არადა, ამ ოჯახმა 19 ადამიანი შეიფარა, მათ შორის - 7 ბავშვი. მოკლეედ, რაც უვნებელია და სტიქია საზიანოდ არ შეხებია, ეს ივერიის ღვთისმშობლის ხატია, პორტაიტისა, ოღონდ, პერანგით. თუმცა ეს ჩემი წინასწარი შეფასებაა, რადგანაც ხატებს შორის არის ხოლმე სხვაობები. შესადარებელი მაქვს, - უბრალოდ, წინასწარი მონაცემებით, ასეა.

ისინი ახლა ღვთისმშობელს მადლობას სწირავენ. ქალბატონი ხათუნა კი გადარჩენას უშუალოდ ღვთისმშობელს უმადლის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია