ივლიტა ჯიბუტის ოჯახი ძაღლს ეძებს

ივლიტა ჯიბუტის ოჯახი ძაღლს ეძებს

თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი ივლიტას ძაღლს ეძებს. როგორც ივლიტას მამამ "გურია ნიუსს" განუცხადა, ძაღლი სტიქიის დროს ეზოში თოკით ჰყავდათ დაბმული, თუმცა, არის იმის ალბათობა, რომ თავი დაეხსნა და გაქცეულიყო.

"ძაღლი მოკლებეწვიანი ქართული ნაგაზია, ჩალისფერი, ყურები და კუდი არ აქვს. რექსი ჰქვია. ყოველთვის აშვებული იყო ეზოში, მაგრამ სტიქიის ღამეს დაუბია ჩემს სიძეს, სტუმარი რომ გვყავდა, არ შეეშინდესო. იმ ღამის შემდეგ აღარ გვინახავს. დიდი შვება იქნება თუ ვიპოვით", - ამბობს მამა გიორგი (ჯიბუტი).

თუკი ვინმემ იცით ამ ძაღლის შესახებ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599 93 18 13; 557 10 02 41. 599 375 373; 2 10 20 01

წყარო: "გურია ნიუსი"

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია