რა ეტაპზეა ტექნიკური სამუშაოები biletebi.ge-ზე - ტექნიკური დირექტორის კომენტარი

რა ეტაპზეა ტექნიკური სამუშაოები biletebi.ge-ზე - ტექნიკური დირექტორის კომენტარი

რამდენიმე საათში, შესაძლოა უფრო მალე, ტექნიკური სამუშაოები მორჩება და ყველას ექნება საშუალება თანაბარ პირობებში შეიძინოს ბილეთები, - ამის შესახებ biletebi.ge--ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბარსელონასა და სევილიას გულშემატკივრები ამჟამადაც ერთნაირ პირობებში არიან ჩაყენებული. "გულშემატკივარი მინდა დავამშვიდო, რომ ჯერ გაყიდულია მხოლოდ რამდენიმე ათეული ბილეთი, რადგან დიდი დატვირთვის გამო, საიტმა შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება", - განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

მისივე განმარტებით, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრისთვის, "ბილეთები.გე"-მ 22 ათასი ლარის ღირებულების აპარატურა შეიძინა. ჩხიკვიშვილი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბილეტები.გე-ს ტექნიკური პრობლემების მოგვარების მიზნით, ფეხბურთის ფედერაციისგან 45 ათასი ლარი გადაეცა.

"ეს ასე არ არის, ეს არის საკომისიო თანხა, კონტრაქტის ღირებულება, რომელიც ჩვენ უნდა აგვეღო გაწეული სერვისისთვის. კონტრაქტი გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასთან, მაგრამ თანხა ჯერ გადმორიცხული არ არის, ანუ წინასწარ ჩვენ თანხა არ გვქონია", - განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

biletebi.ge--ზე მომხმარებლები სუპერთასის ბილეთებს ვერ ყიდულობენ. ამასთან დაკავშირებით კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა : "საიტზე მიმდინარეობს შეტევა. ვმუშაობთ გასანეიტრალებლად. ბილეთები ამჟამად არ იყიდება".

11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" 22:45 საათზე "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია